ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან - ტიკარაძე - Palitra News

ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან - ტიკარაძე

2020-10-19 16:04:40+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.

როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.