ტიკარაძე - პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება - Palitra News

ტიკარაძე - პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება

2020-10-15 16:02:13+04:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკებში გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ლოდინი შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება.