საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეები ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზარზე პირბადეები გარკვეული კონტროლის გავლის შემდეგ დაიშვება.