თიბისი რაგბის სერიების ფარგლებში გამართულ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩზე, თიბისიმ და მასტერქარდმა იღბლიანი შვიდი გულშემატკივარი გამოავლინეს, რომლებიც იაპონიაში - რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
აქციაში მონაწილეობისთვის აუცილებლი იყო, რაგბის ბილეთების თიბისის მასტერქარდის ბარათით ყოფილიყო შეძენილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.