"თიბისი კაპიტალმა", რამდენიმე თვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, კომპანია "ნიკორას" ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე, ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება, ამ დროისთვის.