თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა. კვლევის მიზანია კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. უფრო კონკრეტულად კი, 2019 წლის ბოლოსთვის, კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის მოცულობა 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები -ბრენდირებული სავაჭრო ქსელები ბაზრის 28%-ს დაიკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8 მილიარდ 100 მილიონ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში