14:33
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალი": ახალაშენებული ბინების რეალიზაცია გაიზარდა, ძველის კი შემცირდა
17-09-2019

თბილისში ახალაშენებული ბინების რეალიზაცია გაიზარდა, ძველის კი შემცირდა - „თიბისი კაპიტალი“

2019 წლის პირველ ნახევარში თბილისში 16 ათას 296 ბინა გაიყიდა, რაც ჯამში, მილიონ 119 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზს ეხება და 2019 წლის 1-ელ ნახევარს მოიცავს.

კვლევის თანახმად, გასული წლის ამავე პერიოდში, თბილისში 16 ათას 271 ბინა გაიყიდა, რაც მილიონ 92 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამასთან, „თიბისი კაპიტალი“ განმარტავს, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში, ბინების რეალიზაცია ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, ფართობის მიხედვით, 16%-იანი, ხოლო რაოდენობის მიხედვით - 14%-იანი კლება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული ბინების გაყიდვების წილი იზრდება.  2019 წლის 1-ელ ნახევარში ახალი ბინების გაყიდვებმა რაოდენობაში 10 ათას 86 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 5.4%-ით მეტია; ძველი აშენებული ბინების გაყიდვები კი 7.1%-ით, 6 ათას 210 ერთეულ ბინამდე შემცირდა.

AutoPlay
უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გერმანია კომპანია “ჰუავეის” თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინდოეთის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები