თიბის ბანკისა და რაგბის კავშირის ორგანიზებით, შევარდენის სარაგბო ბაზაზო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ახალ ინიციატივასა და იმ შესაძლებლობებზე იყო საუბარი, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების საშუალებას აძლევს. ყველა ვინც ნებისმიერი მასტერქარდით, ტიქეთ ჯიზე, 31 აგვისტოს დაგეგმილი შოტლანდია-საქარტველოს მატჩის ბილეთს იყედეს ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე ან ფინალზე დასწრების შანსს მისცემს. გარდა ამისა, თიბისის ფილიალებში დღეიდან, შესაძლებელი იქნება, სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკქაზე შექმნილი დიზაინის ბარათების აღება. ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მეოცე ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე მათ რაგბის ბურთი გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ აქცია 30 აგვისტოს საღამოს 20 საათზე დასრულდება, ხოლო გამარჯვებულები რომლებიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიგებენ 31 ში შოტლანდაი - საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. თიბის ბანკის დახმარებით სულ იაპონიაში 7 გულშემატკივარი გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალი 2 ნოემბერს გაიმართება.