თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითად თიბისი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრის სტატუსი მიენიჭა.მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, თიბისი და ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგაზრდებში განათლების გავრცელებისა და შემეცნების პოპულარიზაციის საკითხებზე ითანამშრომლებენ და ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.უნა აღინიშნოს, რომ უკვე მეოთხე წელია ეროვნული ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ და თიბისისთან ერთად ლიტარატურულ კონკურსს „წიგნიერს“ ახორციელებს. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებს შორის წიგნის კითხვის პოპულარიციაა. თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებით წელსაც გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის მეგობრობა 2015 წელს დაიწყო, როცა თიბისის მხარდაჭერით ბიბლიოთეკაში ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. 2020 წლის აგვისტოში კი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა.