08:13
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"თიბისი ბანკმა" ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძილვა
26-06-2020

"თიბისი ბანკმა“ ქართული რაგბის მხარდაჭერა კიდევ 4 წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების მიუხედავად, თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირის შორის პარტნიორობა გრძელდება და თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება.

თიბისი ბანკის წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება და რაგბის, როგორც სპორტის სახეობის ქვეყნის შიგნით და ასევე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, თიბისი ბანკთან განვლილი 4-წლიანი თანამშრომლობა შეაჯამა. გოჩა სვანიძის თქმით, თიბისი ბანკი აქტიურად იყო ჩართული რაგბის არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს სარაგბო ღირებულებებისა და ფასეულობის პოპულარიზაციას. მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით, რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა.

რაც შეეხება თანამშრომლობის ახალი ეტაპს, "თიბისი ბანკში" ამბობენ, რომ არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები