"თიბისი ბანკმა" ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან 103 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად იმ ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს მართავენ. FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება საქართველოს საფიონდო ბირჯაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით მოხდება. 9.2 მილიარდიანი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ ზრდაზე რეგულაციების გავლენის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალა. მარეგულირებლის ცნობით, წლიურ ჭრილში ეკონომიკური ზრდა 0, 6 %-ის ნაცვლად, 0.8%-ით შემცირდება. ამასთან სები საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 12-დან 15%-მდე ზრდას ვარაუდობს.