ეროვნულ მუზეუმში, პროექტ "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის ორგანიზატორებმა პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს. "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტში მონაწილეობის სურვილი, წელს 661 კომპანიამ გამოთქვა. #გააზიარეწარმატება - ამ ჰეშთეგით მონაწილე კომპანიები, სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელ საქართველოს. პროექტის მიზანი, საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.