„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა ნიკოლოზ ენუქიძემ. მან ასევე დატოვა “თიბისი ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც.
ამასთან, ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და „თიბისი ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდა არნე ბერგრენი, რომელიც ამ საბჭოს წევრი 2019 წლიდანაა.
ცნობისათვის, 2016 წელს თიბისი ბანკის ჯგუფის პრემიუმ ლისტინგში გადასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა დირექტორთა საბჭოს უფროს დამოუკიდებელ წევრად. მანამდე, ნიკოლოზ ენუქიძე იყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ნიკოლოზ ენუქიძეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2019 წლიდან უკავია.
რაც შეეხება არნე ბერგრენს, „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ის ასევე არის კვიპროსის ბანკისა და პირეუსის ბანკის საბჭოს წევრი.