03:17
21 აგვისტო, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
23-07-2019

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა. კერძოდ, საბჭოს ახალი წევრის სტატუსით არნე ბერგრენი შეემატა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის Bank of Cyprus-სა და Piraeus Bank-ის ბორდის წევრია.

რაც შეეხება მის წარსულ სამუშაო გამოცდილებას, ბერგრენი იყო ასევე: თურქეთის აქტივების მართვის კომპანიის LBT Varlik Yonetim- ისა და სლოვენიის საბანკო აქტივების მართვის კომპანიის DUBT- ის დირექტორთა საბჭოს წევრი. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებაც, მათ შორის, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, თავმჯდომარის თანამდებობა იურკი კოსკელოს უკავია; წევრები კი - ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი, მარია ლუიზა ჩიკონიანი და ცირა კემულარია არიან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები