დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მისული თიბისი ბანკის დამფუძნებლები პარლამენტიდან ისე წავიდნენ, რომ დეპუტატების კითხვებისთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცათ. თიბისის საქმეზე ჩანიშნული საკომიტეტო მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩაიშალა. სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კობა გვენეტაძემ პარლამენტარებს განუცხადა, რომ თიბისის საქმის განხილვის შეთავაზებული ფორმატი მისთვის მიუღებელი იყო. მანამდე კი დეპუტატებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ისიც, რომ მიუხედავად გუშინდელი განცხადებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „თიბისის“ საქმეზე პარლამენტში მაინც მივიდა.