"თიბისი ბანკის" საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანოში კომენტარები დღესაც კეთდება. ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს პირადად ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. "ევროპული საქართველო" მამუკა ხაზარაძეს კონკრეტული ინიციატივით მიმართავს. დავით ბაქრაძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მოუწოდებს იმ საკომიტეტო მოსმენას დაესწროს, სადაც მოხსენებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგება. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდეს.