"თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები კომენტარებს აკეთებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს რეალურად არ ჰყავს ეროვნული ბანკი, რადგან ის არის ივანიშვილისა და მთავრობის დიქტატის ქვეშ და მათი ქმედება უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით კი, ამ საქმეში, როგორც გამოძიების, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან დაცული იყოს ძალიან მაღალი სტანდარტი.