"თიბისი ბანკის" საქმე იქნება გამოცდა და ტესტი საქართველოს სასამართლოსთვის - გაეროს მუდმივი კოორდინატორი - Palitra News

"თიბისი ბანკის" საქმე იქნება გამოცდა და ტესტი საქართველოს სასამართლოსთვის - გაეროს მუდმივი კოორდინატორი

2019-03-05 11:03:06+04:00

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ საკითხს ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა განუცხადა. მისი შეფასებით, ეს საკითხი იქნება ტესტი და გამოცდა, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ისე ქვეყნის ბიზნესგარემოსთვის. საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საქმის გამოძიების გამჭვირვალობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.