"თიბისი ბანკის" პასუხი პროკურატურას: "მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი, ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს" - Palitra News

"თიბისი ბანკის" პასუხი პროკურატურას: "მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი, ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს"

2019-01-09 12:55:28+04:00

"თიბისი ბანკი" ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, "თიბისი ბანკის", მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად" - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" განცხადებაშია ნათქვამი.

"8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:• არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;• არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;• ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია."თიბისი ბანკი" ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს "თიბისი ბანკის", მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად" - ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.