"თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტერტები ეხმიანებიან. მათი აზრით, მთავარი არის ის, რომ პროცესი არ გადავიდეს პოლიტიკურ ჩარჩოში, ანუ არ მიიღოს ამ პროცესებმა წმინდა პოლიტიკური დატვირთვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საქმე უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც თავად ბანკზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.