თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნულ ბანკს მიმართავს და დიალოგს სთავაზობს. როგორც ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, იგი მზად არის ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში განაგრძოს გამოსავლის ძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკაზე. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება.