"თიბისი ბანკის" და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. "თიბისის" მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეები თაყაიშვილისა და ალექსიძის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი - კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ერთადერთი არ არის, რომელსაც "თიბისი" მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო, რის შედეგადაც ტყის დაზიანებული საფარის 10 ჰექტარი აღდგა. გარდა მწვანე საფარის გაშენებისა, თიბისის მიზანია კომპანიის აქტივობები ეკომეგობრული გახადოს და შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად ბანკში არაერთი ინიციატივა ხორციელდება. უფრო კონკრეტულად კი: თიბისის ავტოპარკის ჩანაცლვება ეკო მანქანებით ხდება. ბანკის ავტოპარკი ამჟამად 59 ჰიბრიდულ და 15 ელექტრო-მანქანას აერთიანებს. ამასთან, თიბისის ახალი სათაო ოფისი, რომლის მშენებლობაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდა მშენებლობა. 80% კი გამწვანებასა და ეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკმა უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხება, პლასტმასის ჭიქების ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლება, ხოლო მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინიციატივების, რომლებსაც თიბისი ბანკი გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელების. ბანკის წარმომადგენლების თქმით, "თიბისი" მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მსგავსი ტიპის ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას.