"თიბისი ბანკი" უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის Payme-ის შეძენით შევიდა. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა დღეს მოაწერეს ხელი. Payme უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას მილიონ 300 ათას მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული, ელექტორნული კომერციის შესყიდვებისა და სხვა ტიპის მომსახურებებს. ამ ტრანზაქციით, ,,თიბისი“ 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3 მილიონ 500 ათას ადამიანს მოემსახურება. ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უზბეკეთის ბაზარი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მიმზიდველია. უფრო კონკრეტულად კი, უზბეკეთის მოსახლეობა 32 მილიონს შეადგენს, რომელიც წლიურად 2%-ით იზრდება. 2018 წლის ბოლოსთვის, უზბეკეთში საცალო სესხების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 7.2%-ს შეადგენდა.