"თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ხელოვნების სასახლეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ისტორიული პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ფუძემდებლის პეტრე ოცხელის 30 ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაციას უზრუნველყოფს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მხატვრის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტუმების ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატურმორტებს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაზიანებასა და განადგურებას გადაურჩა პეტრე ოცხელის რამდენიმე ესკიზი. მათ შორისო ოტელოსა და მშენებელი სოლნესისთვის შექმნილი ნამუშევრები.