თიბისი ბანკი მომხმარებლებს მობილური გადახდების ახალ, მარტივ და უსაფრთხო სერვისს Apple Pay -ს სთავაზობს.
Apple Pay -ით სარგებლობა შესაძლებელია iPhone- ის, Apple Watch -ის , iPad-ის და Mac - ის გამოყენებით, რისი საშუალებითაც მომხმარებლს შეუძლია ფული გადაიხადოს ; მაღაზიებში, რესტორნებში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით Apple Pay- ს მთავარი შემადგენელი ნაწილი უსაფრთხოებაა. როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს Apple Pay -ით გადახდისას საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება, არც Apple -ის მოწყობილობაში და არც სერვისზე. ამის ნაცვლად, Apple -ის მოწყობილობისთვის, არსებობს უნიკალური ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქცია კი ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით ხორციელდება.
როგორც „თიბისი ბანკში“ ამბობენ, Apple Pay გუშინ გააქტიურდა და უკვე 10 000 -ზე მეტი მომხმარებელი გყავს.