"თიბისი" ბანკი მზადაა შეუერთდეს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას. მათივე ცნობით, ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ 120 მილიონ ლარს შეადგენს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. შეგახსენებთ, რომ სასესხო დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება, აქედან 150 ათასამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად ჩამოიწერება.