თიანეთში ფერმერებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მთავარ საკითხვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა ამასთან, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ყვარის მთას" 90 %-იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.