"თი ბი სი ბანკის" ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული ბიზნესი გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში - წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, გამარჯვებულებისთვის 3 კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებებიდან გამომდინარე თავად აირჩევდნენ ერთ-ერთს, კერძოდ: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.
ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება, "თი ბი სი ბანკის" ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ტარდება. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა. "თი ბი სი ბანკის" წარმომადგენლების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას და ბიზნესსოციუმის განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის მიმდინარეობისას, პროექტის მთავარი პარტნიორი იყო ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ასევე ეკონომიკის სამინსიტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში".