დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურაში დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას მეგობარი, ოლეგ თავაძე დაკითხეს.როგორც ოლეგ თავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მეგობრის, დემურ სტურუას მიერ გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელი გოდერძი თევზაძე 5 წლის განმავლობაში მასაც ფიზიკურად უსწორდებოდა. თავაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი სამტრედიელმა პოლიციელმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.