თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია 21 წლის თემურ გოგოთიძე. დაშავებულები, რომელთაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი კი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. თუშეთის გამგეობაში აცხადებენ, როიმ ამ დროისთვის როგორც ფშაველი-აბანო-ომალოს, ისე თუშეთში არსებული სხვა შიდა გზები ნორმალურ მდგომარეობაშია და შემთხვევა გზაზე არსებულ მდგომარეობას არ უკავშირდება. მათივე განმარტებით, მსგავსი უბედური შემთხვევების მიზეზი ზოგჯერ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ხდება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიემგზავრებოდნენ.