ბრიტანული ტურისტული კონცერნის Thomas Cook-ის დახურვა თურქეთში ტურისტულ ნაკადებს წლიურად 600-700 ათასამდე შეამცირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში თურქეთის სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.მისივე თქმით, ბრიტანულ კომპანიას თურქეთში პატარა სასტუმროების ვალიც აქვს 100-200 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, შესაბამისად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ისინიც ზარალდებიან.შეგახსენებთ, რომ 1841 წელს დაარსებულმა მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook-მა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. კომპანიამ შესაბამისი განცხადებით ბრიტანეთის უზენაეს სასასმართლოს მიმართა, რომელმაც საარბიტრაჟო მმართველი უნდა დანიშნოს.