The Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი აპირებს გადადგეს და უფლებამოსილება თავის ვაჟს, პრინც ჩარლზს გადააბაროს. გამოცემა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და დაახლოებით 18 თვეში დასრულდება.
18 თვეში, დედოფალს 95 წელი შეუსრულდება. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც მისმა ქმარმა, პრინცმა ფილიპმა ტახტი დატოვა.
"ჩარლზმა იცის, რომ მასზე მეტი გავლენა სამეფო ოჯახში არავის აქვს, არც ენდრიუს, რომელიც დედოფლის საყვარელი შვილია. ამიტომაც იქცევა ისე როგორც მეფე და მალე გახდება კიდეც",-აცხადებს წყარო.
მედიის ცნობით, დედოფალმა ელისაბედმა საჯაროდ გამოჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა. 2016 წელს ის ხალხის წინაშე 332-ჯერ გამოჩნდა, ხოლო 2018 წელს - 283-ჯერ.