Netflix-ზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბროდვეის მიუზკლის, The Prom-ის კინოადაპტაცია გამოვა. პროექტს „ამერიკული საშინელებათა ისტორიისა“ და „პოზის“ შემქმნელი, რაიან მერფი ხელმძღვანელობს. მთავარ როლებს კი მერილ სტრიპი, ჯეიმს ქორდენი, ქერი ვაშინგტონი და ნიკოლ კიდმანი შეასრულებენ. The Prom-ის მხატვრული ვერსია მაყურებლისთვის 11 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.