The Morning Show მალე ტელეეკრანებს მესამე სეზონით დაუბრუნდება. რომელშიც მთავარ როლებს ისევ ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ, თუმცა შოუს ახალი პროდიუსერი ეყოლება.
კერი ერინი, რომელმაც The Morning Show განავითარა და ორივე სეზონის პროდიუსერი იყო, თავის ადგილს შარლოტა სტუდს დაუთმობს. სტუდი მუშაობდა ისეთ შოუებზე, როგორებიცაა House of Cards და Homeland და Apple-თან ახლახან ხელი მრავალწლიან ხელშეკრულებასაც მოაწერა.
"მოხარული ვარ, რომ The Morning Showს შევუერთდი. ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი შესანიშნავი მსახიობები არიან და შოუსაც წარმატებით უძღვებიან. რაც შეეხება გადამღებ გუნდს, მათ დაუძლეველი და მიმზიდველი სამყარო შექმნეს, რომელიც თანაბრადაა მომხიბლავიც და პროვოკაციულიც", — ამბობს ახალი პროდიუსერი, შარლოტა სტუდი.