ცოტა ხნის წინ DC-მ ბეტმენის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის, The Batman-ის ტრეილერი გაავრცელა, რომელიც პირქუშ გმირებს, დაძაბულ ბრძოლებსა და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.
ახალი ტრეილერი ძველისგან ცოტათი განსხვავებულ ბეტმენს წარმოგვიდგენს, რომლის როლსაც რობერტ პატინსონი ასრულებს. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, პატინსონის ბეტმენი წინამორბედებთან შედარებით უფრო მრისხანე და შურისძიების სურვილით შეპყრობილია.
ახალ ტრეილერში ფილმის სხვა უმნიშვნელოვანეს პერსონაჟებსაც ვეცნობით, რომელთა შორისაცაა პინგვინი, ქალი-კატა და რიდლერი.
The Batman-ის მსოფლიო პრემიერა 4 მარტს არის დაგეგმილი.