07:22
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისის მერია შესაძლოა, 11 მილიონით დაჯარიმდეს - "ბუდაპეშტის" სკანდალური საქმის შედეგები
04-03-2016
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ხელახლა ნებართვას არ გასცემს, დედაქალაქის მთავრობას ზარალის ანაზღაურების სახით 11 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებარე კომპანია "ტიფლის დეველოპმენტში" აცხადებენ, რომ მშენებლობის შეფერხების გამო მათ საერთაშორისო პარტნიორი ბრენდისგან ჯარიმები ეკისრებათ, თანხის მიღებას კი სახელმწიფოსგან სასამართლოს გზით შეეცდებიან. ინვესტორ კომპანიაში არც საქმის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის გადაცემას გამორიცხავენ. ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე 2013 წელს გაცემული ნებართვა საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ბათილად ცნო და დედაქალაქის მერიას საკითხი ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები