წარმოგიდგენთ ინოვაციურ ელექტროდრამს, რომელიც მუსიკოსების, პროდიუსერებისა და განსაკუთრებით, დასარტყამი ინსტრუმენტების მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრებაა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, გარდა იმისა, რომ BopPad არის მოსახერხებელი და პორტატული, ის დასარტყამი ინსტრუმენტის გარდა აერთიანებს სხვა მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობებს. მისი ზედაპირი 4 ზონად იყოფა და დაპროგრამების შემდეგ მას ერთდროულად შეუძლია სხვადასხვა ჟღერადობის გამოცემა ჯოხის სხვადასხვა ზონაში დარტმით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მასზე ხელით დაკვრა და მომენტალურად ტამტამად გადაქცევა.