ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით კი ზღვის კომბოსტო, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სასარგებლოა ასევე ზღვის მოლუსკები და სოკო. ისინი გაჯერებულია მიკროელემენტებით, რომლებიც ხელს უწყობს "ცუდი" ქოლესტერინის "კარგში" გადასვლას.ზღვის კომბოსტო ნებისმიერი სახით სასარგებლოა. სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს თევზს. თევზი კვირაში სულ მცირე ორჯერ მაინც უნდა მიირთვათ. ის ქოლესტერინის გამომუშავებისთვის საჭირო ბევრ ნივთიერებას შეიცავს, D ვიტამინის ძირითადი წყაროა და ორგანიზმის იმუნურ სისტემასაც განამტკიცებს.