"თეთრმა სახლმა" აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპი თურქ კოლეგას მოუწოდებს, სირიაში შეჭრა არ განახორციელოს.
"შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარაგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!", - წერს ტრამპი.
წერილი დათარიღებულია 9 ოქტომბერით.