აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალკე გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ”პრესკონფერენციის ინდივიდუალურად გამართვა შეხვედრაზე წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით თავისუფალ მედიასთან კომუნიკაციისთვის შესაფერისი ფორმატია“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში უნდა გაიმართოს.