თეთრი სახლი და რესპუბლიკელი სენატორები შეთანხმდნენ ახალ პაკეტზე, რომელიც გათვლილია პანდემიით დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
როგორ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საკითხი რჩება გასარკვევი და მათ მალევე გადაწყვეტენ.
როგორც მანამდე პორტალი Axios იუწყებოდა, კანონპროექტში დიდი ყურადრება ეთმობა საგანმანათლებლო სფეროს და სასწავლო დაწესებულებებისადმი ფინანსური დახმარების გამოყოფას, იმისათვის, რომ მათ შემოდგომაზე შეძლონ სწავლის განახლება. რესპუბლიკელები ასევე სთავაზობენ პაკეტს კორონავირუსზე ამერიკელების ტესტირებისთვის და ვაქცინის შესაქმნელად სახსრების გამოსაყოფად. ის მოიცავს საგადასახადო შეღავათებს საწარმოებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვაქცინებზე.