ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები. ტრადიციების საბრძანებელი - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით შემოვლილი მისი ლაბირინთები. მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“.
წიგნის შეძენა ასევე შეგიძლია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ვებ-გვერდზე - "გეიშას მემუარები"