"თეთრი ხმაურის მოძრაობა" წუხელ კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმირებულმა წყაროებმა გააგებინეს, რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, რაც მათი ინფორმაციით, 12 მაისის ღამის მოვლენებმა დაადასტურა. როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო კლუბებში ადგილი ჰქონოდა "დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე".
იხილეთ ვიდეო:
საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციიის დეტალები"ტყეში იყო, მიწაში ჩაფლული, არც გამიხსნია" - შსს-ს ფარული ჩანაწერი, როგორ ყიდიან ნარკოტიკებს კლუბებსა და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში