თეთრ სახლში ტრადიციული სააღდგომო ღონისძიება გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანიამ ბავშვებს უმასპინძლეს. გაიმართა კვერცხების დაგორების შეჯიბრიც. მოგვიანებით მელანია ტრამპმა ბავშვებს ზღაპარი წაუკითხა.
დონალდ ტრამპი კი შეკრებილი სტუმრების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. მან მექსიკის კედლის მშენებლობის მნიშვნელოვბაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას არ ეშინია იმპიჩმენტის. სიტყვით გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერი ასევე შრი ლანკაში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა და დატრიალებულ ტრაგედიას საზარელი უწოდა.
მოგვიანებით, მელანია ტრამპმა და დონალდ ტრამპმა სტუმრებთან ფოტოები გადაიღეს. შეგახსენებთ, თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების დაგორების ტრადიცია 1878 წლიდან არსებობს.