თეთრი სახლი შობა-ახალი წლისთვის აქტიურად ემზადება. საახალწლო დეკორაციები უკვე მზადაა. ნაძვის ხეც მორთულია. თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებით გაფორმება პირველი ლედის მელანია ტრამპის პრეროგატივაა, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა. დეკორაციას ის ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით არჩევს. წელს მთავარ თემად პატრიოტული მოტივი აირჩია.
„ამერიკის სული“ - ასე ჰქვია წლევანდელ თემას, რომელიც ტრადიციებს და ისტორიას ეძღვნება. თეთრი სახლის საშობაო დეკორაციების ამსახველი კადრები უკვე გავრცელდა.