არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩემი სახლია ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, უკვე ორი კვირაა, ხიდზე დაგებული მინის იატაკი დაზიანდა და ჯერჯერობით არც მიზეზია დადგენილი და არც ის არის ცნობილი, თუ რამდენად უსაფრთხოა ხიდზე გადაადგილება. ორგანიზაციის წევრებმა ხიდზე სტიკერები დააკრეს, რითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ იქ სიარული საშიშია.