2018 წლის 1-ელი იანვრიდან თესლის სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი ამოქმედდება. სერტიფიცირება 2019 წლამდე უფასო იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.
1-ელ ივნისს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა.