„ტესლას“ მიერ ბიტკოინის ფლობას შესაძლოა კომპანიისთვის უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე ავტომობილების გაყიდვას. „ტესლას“ მიერ მილიარდ 500 მილიონი დოლარის ბიტკოინების ყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების პერიოდში, ციფრული ვალუტის ფასი 29-37 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დასახელებული ფასიდან გამომდინარე, კომპანიამ სავარაუდოდ, 40 ათასი ბიტკოინი შეისყიდა.
ბიტკოინის ამჟამინდელი ფასის შესაბამისად, „ტესლას“ ხელთ არსებული ციფრული ვალუტის ჯამური ფასი 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. ანუ, კომპანიამ დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მოიგო. ოღონდ, ეს მოგება ჯერაც გაუნაღდებელია, რადგან „ტესლა“ ბიტკოინებს არ ყიდის. ასეა თუ ისე, მის ხელთ არსებულ ბიტკოინებს ყოველდღიურად 19 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს. ეს გათვლა, განცხადების გამოქვეყნებიდან 37-დღიან პერიოდს ეხება.
შედარებისთვის, „ტესლამ“ შარშან დაახლოებით 500 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რამაც 31 მილიარდ 540 მილიონი დოლარის შემოსავალი მისცა, მოგება კი 721 მილიონი დოლარი იყო. ამგვარად, ბიტკოინების ფლობით 37 დღეში მიღებული მოგება, მთელი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების გაყიდვით მიღებულ მოგებას თითქმის უტოლდება. ოღონდ, ბიტკოინის მოგება ჯერ გაუნაღდებელია.