Tesla-ს განცხადებით, იძიებენ შემთხვევას, რომლის ამსახველი ვიდეოც ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელდა და სადაც შანხაიში მისი წარმოების ერთ-ერთი ავტომობილის აალებაა აღბეჭდილი.
განცხადებაში ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ უკვე გააგზავნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც შემთხვევას გამოიძიებს. ვიდეო, რომელიც BBC-ის მიერ ვერიფიცირებული არ არის, გვიჩვენებს, თუ როგორ ჩნდება ჯერ კვამლი, ხოლო რამდენიმე წამში როგორ ალდება ავტომობილი, რომელიც პარკინგზე დგას.
Tesla-ს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოდელზეა საუბარი, თუმცა სოციალურ მედიაში წერია, რომ ეს არის Model S. ცნობისთვის, ეს ამ ავტომობილის აალების პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი შემთხვევები 2018, 2016 და 2013 წლებშიც მომხდარა.