Tesla-ს თანამშრომლების შტატი სამი თვის განმავლობაში 10%-ით შემცირდება. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ამასთან, მასკის თქმით, საათობრივი თანამშრომლების წილის ზრდის გამო კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 3-3,5%-ით შემცირდება. Bloomberg-ის მონაცემებით, Tesla-ს ამჟამად მსოფლიოში 100 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
Bloomberg წერს, რომ შემცირება ჯერ მხოლოდ კადრების განყოფილებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს შეეხო, რამაც ბევრი თანამშრომელი გააკვირვა: რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში მასკმა Tesla-ს ტოპ მენეჯერებს დისტანციური სამუშაოდან ოფისში დაბრუნება ან სამსახურის დატოვება მოთხოვა. მილიარდერის თქმით, მენეჯერებმა სამუშაო ადგილზე კვირაში, მინიმუმ, 40 საათი უნდა გაატარონ.